„კაიზერ ჩიფსის“ ფანები მოედანზე შევარდნენ და ნამდვილი ჯოჯოხეთი მოაწყვეს.
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა ქვეყნის თასზე მოულოდნელად წააგო „ფრი სტეიტ სტარსთან“ 0:2. ფანები ჭკუიდან გადავიდნენ.
ისინი მოედანზე შევარდნენ და ყველაფერს ამტვრევდნენ, რაც გზად და ხელთ ხვდებოდათ. ერთ-ერთ ტრიბუნაზე ხანძარი გააჩინეს, დალეწეს მთელი სატელევიზიო მოწყობილობა, ცემეს სტიუარდები. ფეხბურთელები გასახდელში გარბოდნენ.
საბოლოოდ სპეცრაზმმა გულშემატკივრები ცრემლსადენი გაზით დაშალა.
კვირის დასაწყისში კლუბი უკვე დაჯარიმდა ფანების უმსგავსო საქციელისთვის.