LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ კენედის ცოლის კაბრიოლეტი აუქციონზე გაიყიდება

122

ამერიკული აუქციონის სახლი – Mecum-ი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ცოლის კაბრიოლეტს, Linconl Continental-ს აუქციონზე განათავსებს. მოდელი გამოსულია 1961 წელს.

ოტხკარიანი კაბრიოლეტი სპეიცალურად იქნა შექმნილი კომპანია ფორდის მიერ, პრეზიდენტ კენედის დროს.

აღნიშნული მოდელი თავიდანვე გათვლილი იყო თეთრ სახლში, ამერიკის პრეზიდენტთან გასაგზავნად.

ეს გასაოცარი ისტორიის მქონე კაბრიოლეტი, აღჭურვილია 7 ლიტრიანი V8 სიმძლავრის მოტორით, რომელიც 300 ცხენის ძალის სიმძლავრითაა წარმოდგენილი. ავტომობილს გააჩნია გაძლიერებული საჭისა და სამუხრუჭე სისტემის მექანიზმი და კრუიზ კონტროლი.

მას შემდეგ, რაც ავტომობილი თეთრი სახლიდან ,,ჩამოიწერა”, იგი სადილერო ცენტრმა შეისყიდა, რომელიც ქალაქ ლანჰემში, შტატ მერილენდში იყო განთავსებული.

რამდენიმე წლის წინ, ავტომობილი ბოლომდე იქნა შეკეთებული და დღეს აუქციონზე გასასვლელად ემზადება.