LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნის საყვარელი ქალები

205

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიშელ პფაიფერის დას – დიდი პფაიფერს ჯორჯ კლუნი 1980-იან წლებში ხვდებოდა.

 

კელი პრესტონთან კლუნის ორწლიანი რომანი ჰქონდა და გოჭი – მაქსიც კი აჩუქა, თუმცა დაშორების შემდეგ, მსახიობმა საყვარელი ცხოველი უკან დაიბრუნა.

პრესტონთან დაშორების შემდეგ კლუნიმ ტელე-მსახიობზე ტალია ბელსამზე იქორწინა, რომელსაც ოთხ წელიწადში დაშორდა.

რომანი კიმბერლი რასელთან, რომელიც კლუნიმ სერიალის ”სასწრაფო დახმარება” გაიცნო, სულ რაღაც 10 თვეს გაგრძელდა.

ფრანგ მოდელს სელინ ბალიტრანს მსახიობი პარიზში შეხვდა ფილმის ”მშვიდობისმყოფელი” გადაღებებზე. სელინი კლუნისთან ლოს-ანჯელესშიც კი გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა სამწლიანი რომანის შემდეგ, წყვილი მაინც დაშორდა ერთმანეთს.

კინორომანები კლუნიმ ფილმის ”საშიში ადამიანის აღსარება” გადაღებებზე გააგრძელა, სადაც კრისტა ალენი გაიცნო. რომანი მრავალრიცხოვანი დაშორებებით და შერიგებებით საბოლოოდ 2006 წელს დასრულდა.

ბრიტანელ მოდელს ლიზა სნოუდონს, ჰოლივუდის ვარსკვლავი ხუთი წლის მანძილზე ხან შორდებოდა, ხან ისევ უბრუნდებოდა.

რენე ზელვეგერის და ჯორჯ კლუნის ურთიერთობა 2001 დაიწყო და 2003-ში დასრულდა.

ლუსი ლიუსთან რომანი კი, კიდევ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა.

 

სარა ლარსონი მექალთანე კლუნის სიიდან ცოტა ამოვარდნილია – მსახიობებს შორის ის ერთადერთი ოფიციანტი იყო, თუმცა მსახიობობით გატაცებული.

იტალიელ მოდელთან და მსახიობთან ელიზაბეტ კანალისთან რომანი, კლუნიმ მხოლოდ მაშინ აღიარა, როცა პაპარაცებმა ისინი ერთად დააფიქსირეს.

სტეისი კეიბლერს – პროფესიონალ რესტლერს და მოდელს მსახიობი ორ წელიწადს ხვდებოდა და 2013-ში დაშორდა.

ჯერჯერობით ბოლო კლუნის გრძელ ნუსხაში ლიბანელი ადვოკატი ამალ ალამუდინია, რომელიც მან 2013 წელს გაიცნო, ცოტა ხნის წინ კი, იქორწინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები