ნიგერიელი მამაკაცი ორ დაზე დაქორწინდა და ამის აღსანიშნავად გრანდიოზული საქორწინო ცერემონია მოაწყო. უჩვეულო ქორწილის შესახებ Gh Page წერს.
ჯვრისწერის ცერემონიიდან ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად იქცა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ზის მამაკაცი ორ ცოლს შორის, რომლებიც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან.
ბუნებრივია, ფოტომ სოც-ქსელებში ნამდვილი აღშფოთება გამოიწვია. მომხმარებელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მამაკაცი ან ორივე ცოლს უნდა გაეყაროს ან ერთ-ერთზე მაინც უნდა თქვას უარი. მისი საქციელი ძალიან ამორალურია და გაურკვეველია თუ როგორ დაუშვეს ასეთი რამ ახალგაზრდების ნათესავებმა.