LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა 200 ფინჯანი ყავის დოზა კოფეინი მიიღო და…

63
-123463275-gettyimages-1325401737

პერსონალურმა მწვრთნელმა კოფეინის დოზა ვერ გათვალა, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა.

ორი შვილის მამამ, ტომ მენსფილდმა კოფეინის ფხვნილი არასწორად აწონა.

გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცმა კოფეინისგან დამზადებული ნარევი 5 იანვარს დალია და მაშინვე ცუდად გახდა.

ტომი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. სიკვდილის მიზეზად კოფეინით ინტოქსიკაცია დასახელდა.

კოფეინს სხვადასხვა სპორტულ დარბაზებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის იყენებენ. თუმცა, ექსპერტები ყველას აფრთხილებენ, რომ ფხვნილის გამოყენებისას სწორი დოზის შერჩევის დიდი რისკი არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები