LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა 200 მილიონი ევრო მოიგო და თითქმის მთელი ფული დაარიგა

65
Capture

საფრანგეთის მკვიდრი ლატარეა Euromillions-ის გამარჯვებული გახდა და მთელი ფული ქველმოქმედებას დაახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

მამაკაცი საკმაოდ სოლიდური ჯეკპოტის – 200 მილიონი ევროს მფლობელი გახდა. პირველივე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამ ფულს თავის საქველმოქმედო ფონდს მოახმარდა. ფონდს სახელად Anyama ჰქვია და „ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და ტყეების დასაცავადაა“ შექმნილი.

როგორც გამარჯვებულმა აღნიშნა, ლატარიის თამაშის ერთადერთი რეალური მიზეზი სწორედ ამ ფონდის შექმნა იყო.

ჯეკპოტის მოგების შემდეგ მან მთელი ფული ქველმოქმედებისთვის გადარიცხა, თავად კი მშვიდ ცხოვრებას აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები