ბრიტანელმა კაცმა ახალი რეკორდი დაამყარა – მან 24 საათში 42 მუზეუმი მოიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Upi ავრცელებს.
42 წლის ბენ მელჰემს გინესის წიგნში მოხვედრის შთაგონება შვილებმა, მატილდამ და ჰენრიკმა მისცეს.
მამა-შვილი გინესის რეკორდების წიგნს ათვალიერებდა და ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად რთული უნდა ყოფილიყო მსოფლიო რეკორდის დამყარება.
ბევრი ფიქრის შემდეგ ბენმა მუზეუმის მონახულება გადაწყვიტა და საინტერესო ტური შვილებთან ერთად დაგეგმა და შეასრულა. როგორც რეკორდსმენი აზუსტებს, მსგავსი რეკორდის დასამყარებლად ლონდონზე უკეთესი ქალაქი უბრალოდ არ არსებობს.