LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა დედას სიცოცხლის გასახანგრძლივებლად კუბო უყიდა

108
Screenshot 2025-07-15 180439

ჩინეთში მამაკაცმა საკუთარი დედისთვის უჩვეულო რიტუალი მოაწყო – მან 70 წლის ქალი კუბოში ჩასვა და ქუჩებში გაასეირნა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა South China Morning Post იუწყება, მამაკაცმა დედისთვის ახალი სასახლე შეიძინა და 16 მუშაც დაიქირავა, რათა დედა ქუჩაში გაეყვანათ. ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ზის მოხუცი ქალი კუბოში, ხელში კი მარაო და ქოლგა უჭირავს.

„ეს სოფლის ძველი ტრადიციაა და შვილის მხრიდან პატივისცემის გამოხატულებაა“, — განმარტა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ცერემონიალზე, რომელსაც ასევე ახლდა ორკესტრი და საჩუქრების შეწირვა, ოჯახმა დაახლოებით 20 ათასი იუანი დახარჯა.

ჩინურ კულტურაში კუბო სიმბოლურად წარმატებას უკავშირდება, რადგან ჟღერადობით წააგავს სიტყვებს „სიმდიდრეს“ და „ხანგრძლივობას“.

შესაბამისად, მსგავსი რიტუალის ჩატარება ხანდაზმულებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ კუბოს წინასწარ ამზადებენ და როცა ადამიანს 70 წელი უსრულდება მაშინ იყენებენ. თუმცა, ასეთი მდიდრული ცერემონიები დღევანდელ დროში უკვე იშვიათობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები