LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა რამდენიმე სახელი შეიცვალა და 250 ქალთან გააჩაღა რომანი

136
naomi-wolf-1-6263651-1675800016280

კანადაში, ქალაქ ტორონტოს მკვიდრმა სახელი რამდენჯერმე შეიცვალა და ამასობაში 250 ქალთან გააბა რომანი. CTV News-ის ინფორმაციით, კანადელი „შეყვარებულებს“ თაღლითური გზით ფულს სძალავდა.

იონ მალდერი ციხეში მრავალი ვინაობის გამოყენების ბრალდებით მოხვდა, ამასთან მას რომანი ჰქონდა ასეულობით ქალთან და მათგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. კანადელს სულ სხვადასხვა სახელები ერქვა – ჯონი მაიერსი, ჯონს მეიერსი, ჯონ ბოლდერი, იონ მალდერსი და ა.შ.

იონის ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა მისი ნამდვილი სახელი არ იცოდნენ და მას ძალიან ქარიზმატულ მამაკაცად ახასიათებდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მალდერი თაღლითობისთვის ციხეში უკვე იჯდა. მაშინ მოსამართლემ მას კომპენსაციის, 7,3 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები