LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს საყვარელთან უნდოდა დროის გატარება და ამიტომ საკუთარი თავის გატაცება გაითამაშა

122
Screenshot 2023-10-06 110055

ავსტრალიელმა კაცმა საყვარელთან დროის გატარების მიზნით საკუთარი გატაცების ინსცენირება დადგა და ახლა პასუხის გება კანონის წინაშე უწევს. უჩვეულო ისტორიას CNN ავრცელებს.

როგორც გაირკვა, შემთხვევა დეკემბერში მოხდა. 35 წლის პოლ აიირას უნდოდა, რომ ახალი წელი საყვარელთან ერთად გაეტარებინა, ამიტომ მეუღლე მოატყუა და უთხრა რომ საქმიან შეხვედრაზე მიდიოდა. თუმცა, პოლს ერთი დღე არ ეყო და გადაწყვიტა საყვარელთან მეორე დღეც დარჩენილიყო, ამიტომ პარტნიორს უცნაური შეტყობინება გაუგზავნა. ტექსტს ვითომ გამტაცებელი წერდა და გამოსასყიდს ითხოვდა.

ქალმაც მაშინვე პოლიციაში დარეკა და სამართალდამცველებმა „გატაცებულის“ საძებნელად 200 საათი და 10 ათასი დოლარი დახარჯეს. პოლი საყვარლის ბინაში იპოვეს, თუმცა ის ბოლო წუთამდე ამტკიცებდა რომ უცნობმა კაცებმა გაიტაცეს.

მატყუარას გამოძიებისთვის ფულის დაბრუნება მოუწევს და თან 3 წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის საჭირო სამუშაოებიც უნდა შეასრულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები