LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში ავტომობილების სასაფლაო მილიონ დოლარად იყიდება

48

გამოცემა „Driving”-ის ინფორმაციით, ნაგავსაყრელად ქცეული ავტოსადგომი ქალაქ ტაპენის სიახლოვეს მდებარეობს და მის ტერიტორიაზე 300-ზე მეტი ავტომობილია განთავსებული. ობიექტის ახალი მფლობელი კი 5 აკრამდე მიწას, იქვე მდებარე ცეხს და უამრავ სამშენებლო მასალას მიიღებს. რაც შეეხება ძველ ავტომობილებს, მათ შორის როგორც ჩვეულებრივი, ასევე საკმაოდ იშვიათი მოდელებიცაა და მათი ღირებულება 375-დან 26 ათას დოლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ „სასაფლაოს“ მფლობელმა 60 წლის მაიკ ჰოლმა ავტომობილების შეგროვება ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში დაიწყო და ამ საქმეს მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები