LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადელებმა ტრიციკლის ახალი სერია გამოუშვეს

50

ახალგაზრდა კანადური კომპანია Electra Meccanica 2017 წლისთვის უკვე ახალ ტრიციკლს წარადგენს, რომელიც ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი. მოდელის გაყიდვები მომდევნო წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ელექტროქარის ზომა 3.04 მეტრით განისაზღვრა, ხოლო ავტომობილის წონა 450 კგ-ს შეადგენს. აეროდინამიკური კოეფიციენტი – 0.24 მაჩვენებლითაა წარმოდგენილი. ახალ მოდელს შეუძლია 250 ლიტრი ტევადობის ტვირთის გადატანაც.

ახალი მოდელი დაკომპექტებულია ალუმინის ელექტრონული აგრეგატით, რომელიც 82 ცხენის ძალის სიმძლავრისაა (190 ნმ ბრუნის სისწრაფით) და საერთო სიჩქარე 130 კმ/სთ-ს შეადგენს. აკუმულატორის საერთო ტევადობის სრული შევსების შემთხვევაში ავტომობილს შეუძლია 160 კმ-ის გავლა.

Solo-ს ფასი 19888 კანადური დოლარი იქნება, რაც 15.400 ამერიკული დოლარის ექვივალენტია. Electra Meccanica-ს წარმოება ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები