კანადური მონრეალის მაცხოვრებელმა საიმონ ლაპრიზმა თოვლისგან ავტომობილის სრულმასშტაბიანი ასლი გაკეთა, რითიც პოლიციის ყურადღება მიიქცია. ღამით მათ ავტომობილი ნამდვილი ეგონათ და არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის გამოწერა სცადეს.
Reddit-ის მომხმარებელი, ნიკით DonJj27 აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი თოვლის ავტომობილს ამოწმებს, თუმცა ჯარიმის ნჯაცვლად, წერილს ტოვებს: „გაგვამხიარულეთ. ჰა-ჰა-ჰა“.
ლაპრიზის განცხადებით, მას სურდა თოვლის მწმენდებს გახუმრებოდა, თუმცა არ ეგონა, რომ მისი ქმედება პოლიციის ყურადღებას მიიქცევდა.
საინტერესოა, რომ ზაფხულში, ამერიკელ პოლიციელებს მუსიკალური კლიპის გადაღება ავტომობილის გატაცება ეგონათ და ცეცხლი გაუხსნეს. მოგვიანებით, როდესაც ყველაფერი გაირკვა, პოლიციამ სამი ადამიანი მაინც დააკავა. ისინი კიმაში დაადანაშაულეს, რომ გადაღების შესახბ არავითარი ნებართვა არ აუღიათ და არავინ გაუფრთხილებიათ.