LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის კინოფესტივალზე რენოს მობილური ოფისის პრემიერა შედგა

45

კანის კინოფესტივალზე ფურგონი MPV Spaceclass Renault Trafic აჩვენეს. ღონისძიების სტუმრებს კომპანია Renault-მ მომსახურება ევროპაში გაყიდვაში ჩაშვებამდე რამდენიმე თვით ადრე შესთავაზა. სიახლე ათამდე ადამიანს იტევს. ”რენო” Spaceclass-ს ფრანგი კონკურენტების უფრო ძვირფას ალტერნატივად მოიაზრებს.

სიახლეს აქვს ცალკეული შუქდიოდური ნათურები კითხვისთვის, USB პორტები უკანა მგზავრებისთვის და გასართობი შვიდ დიუიმიანი ეკრანი. უფრო ძვირიან ვერსიებს კი ტყავის სალონი, უკანა ხედვის კამერა, მოძრავი სავარძლები და მრავალი სხვა აქვს. აღნიშნული ვერსია ბიზნეს მომხმარებლებისთვის არის მიმართული, რომლებიც მობილურ ოფისებს ეძებენ.

Spaceclasses-ები ადგილს ტაქსოპარკებსა და დიდ ფირმებში იპოვიან, თუმცა კერძო მყიდველებსაც ელიან. ”რენო” ფასებს ისევ თავშეკავებულად ეპყრობა და ამიტომ სიახლე 32 000 ფუნტი სტერლინგი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები