6.6 მეტრის სიგრძის ორიგინალური დიზაინის მქონე ავტომობილი თავდაპირველად Land Rover-ის ბრენდის ქვეშ გამოჩნდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ავტომობილი ფილმ ” The League of Extraordinary Gentlemen”-ში (ჯენტლმენთა ლიგა) გადაიღეს, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ფილმში ამ ავტომობილის მფლობელი კაპიტანი ნემო გახლავთ, რომელსაც ინდოელი მსახიობი, ნასერუდინ შაჰი თამაშობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაპიტან ნემოს ორიგინალური Land Rover Universal Barker Coys აუქციონზე 11 მაისს გაიყიდება. ავტომობილის საწყისი ღირებულება კი 41,000 დოლარი გახლავთ.