ჰოლანდიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში არნემის ”ვიტესი” ”უტრეხტს” ესტუმრა და 2:1 დამარცხდა. სტუმართა კაპიტანმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ 19-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა არნემელებმა 51-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვეს და შეხვედრა 2:1 დათმეს.
კაშიასთვის აღნიშნული გოლი მიმდინარე სეზონში უკვე მეორეა. ”ვიტესის” მეორე ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა შეხვედრა ძირითადში დაიწყო, თუმცა მწვრთნელმა იგი შესვენებისას შეცვალა, კაშიამ მატჩი სრულად ითამაშა.
მეხუთე ტურის შემდეგ ”ვიტესი” 7 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.