ჩემპიონთა ლიგის პირველი დღის შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური ფაქტი დაფიქსირდა.
20 – „პორტუს“ მეკარე იკერ კასილასი პირველი მოთამაშეა, ვისაც ჩემპიონთა ლიგის 20 გათამაშებაში მიუღია მონაწილეობა.
6 – „ლივერპულმა“ პირველად 1961 წლის შემდეგ, მოიგო სეზონის სტარტზე ზედიზედ ექვსი ოფიციალური მატჩი.
3 – „ტოტენჰემმა“ ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი წააგო, რაც არასოდეს მომხდარა მაურისიო პოჩეტინოს მწვრთნელობისას. უფრო ზუსტად, პირველად 2014 წლის შემდეგ, როცა გუნდს ტიმ შერვუდი ავარჯიშებდა.
7 – დორტმუნდელი ჯეიდონ სანჩო მხოლოდ მეშვიდე ინგლისელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი არაინგლისური გუნდის შემადგენლობაში ჰქონდა.
923 – ამდენი წუთი არ ჰქონდა გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოს“ ფორვარდს დიეგო კოშტას. ეს სერია 2016 წლის მარტიდან იწყებოდა.
7 – ხოსე კალეხონმა შვიდი საგოლე მომენტი შექმნა და ეს „ნაპოლის“ საკლუბო რეკორდია. მაგრამ „ცრვენა ზვეზდასთან“ მატჩი 0:0 დასრულდა.
0 – „ლოკომოტივს“ არასოდეს მოუგია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში – 1 ფრე და 3 წაგება.
და კიდევ ერთხელ, რაც უკვე ცალკე დავწერეთ:
8 – ლიონელ მესის რვა ჰეთ-თრიკი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც აბსოლუტური რეკორდია.