LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასილიასის რეკორდი

65

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ”პორტუმ” ლონდონის ”ჩელსი” 2:1 დაამარცხა. პორტუგალიელთა კიპერმა იკერ კასილიასმა უეფას მთავარ ტურნირზე 152-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

როგორც იცით, აქამდე ეს რეკორდი ”ბარსას” ლეგენდას – ხავის ეკუთვნოდა, რომელსაც 151 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, თუმცა, ”რეალის” ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი მას მიმდინარე სეზონში ჯერ გაუთანაბრდა, შემდეგ კი გაასწრო.

გთავაზობთ იმ მოთამაშეთა ხუთეულს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული.

152 კასილიასი (რეალი მადრიდი 150, პორტო 2)
151 ხავი (ბარსელონა)
142 რაული (რეალი მადრიდი 130, შალკე 12)
141 გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი)
125 ზეედორფი (აიაქსი 11, რეალი მადრიდი 25, მილანი 89)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები