LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატა თუ ძაღლი: რომელია უფრო ჭკვიანი?

111
Capture

მეცნიერებმა კატებისა და ძაღლების გონებრივი შესაძლებლობების შედარებითი ანალიზი ჩაატარეს. კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ცხოველებს სოციალური ინტელექტი, თვითშეგნება და ანგარიშის უნარი შეუმოწმეს. შედეგები კი ჟურნალ Science Focus-ში გამოქვეყნდა.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ძაღლებს თავის ტვინის ქერქში მეტი ნეირონი აქვთ ვიდრე კატებს, რიგ შემთხვევაში 2-ჯერ მეტიც კი, თუმცა ნეირონების რაოდენობა ინტელექტს პირდაპირ არ განსაზღვრავს.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში საქმე მიუწვდომელ საკვებს შეეხებოდა, ძაღლები ასეთ შემთხვევაში დახმარებას ადამიანისგან ითხოვდნენ, ხოლო კატები უმეტესად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

საბოლოოდ მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცხოველის ინტელექტი დამოკიდებულია გენეტიკაზე, სოციალიზაციაზე, ჯიშის თავისებურებებზე და მეპატრონე ოჯახზეც კი. კატებსაც და ძაღლებსაც საკმაოდ უნიკალური კოგნიტიური უნარები აქვთ და მათი შედარება სწორი არ იქნება.

ზოგადად ჭკუა ბევრ სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება და ინტელექტზე მხოლოდ ადამიანური პერსპექტივით არ უნდა ვიფიქროთ. ყველაზე სწორი კითხვა ამ შემთხვევაში არის ის, შეძლებდნენ თუ არა ძაღლები და კატები ჩვენს გარეშე ცხოვრებას. ასეთ სიტუაციაში მათი ნაწილი შეძლებდა, ნაწილს კი ძალიან გაუჭირდებოდა.

საბოლოოდ, როგორც ძაღლები, ისე კატები გასაოცრად ჭკვიანები არიან – ოღონდ განსხვავებულად. ამიტომ საუკეთესო, რასაც ჩვენ, როგორც მფლობელებს შეგვიძლია გავაკეთებთ არის ის, რომ უბრალოდ გვიყვარდეს ჩვენი შინაური ცხოველი ისეთი, როგორიც არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები