შოტლანდიელმა მუსიკოსმა და DJ-მ, კელვინ ჰარისმა Emporio Armani-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და სრულიად გაშიშვლდა.
ელექტროპოპის მეფე, 31 წლის კელვინ ჰარისი, ახალ სიმღერებსაც წერს (17 ივლისს მისი ახალი სინგლის ”How Deep Is Your Love” პრემიერა შედგა), ტეილორ სვიფტსაც ხვდება და სარეკლამო კამპანიებშიც მონაწილეობს. ჰარისი 2014 წელს გახდა Emporio Armani-ის სახე, მისი სადებიუტო ფოტოსესია კი, 2015 წლის გაზაფხულზე შედგა. ახალ სეზონზე მუსიკოსმა ერთდროულად ოთხი ახალი ხაზის – ტანსაცმლის, თეთრეულის, სათვალის და საათების კოლექციების გამოსვლა დააანონსა. ფოტოებზე ჰარისთან ერად ავსტრალიელი ფოტოგრაფი ლაჰლან ბეილი მუშაობდა.
მუსიკოსი ჯორჯო არმანიმ გასულ წელს მოიწონა:”პუბლიკის ყურადღებას კევინი არა მარტო მუსიკით, არამედ თავისი ენერგეტიკითაც იქცევს. მართალია, ის პროფესიონალი მოდელი არაა, მაგრამ მისი ბუნებრიობა ეხმარება მას უფრო ახლო კონტაქტი დაამყაროს აუდიტორიასთან” – აღნიშნა დიზაინერმა.