ამ დღეებში, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი პაემანზე შენიშნეს. პაპარაცებმა ისინი სწორედ მაშინ გადაიღეს, როდესაც ერთ-ერთ რესტორანში სავახშმოდ შედიოდნენ. კეტი ცდილობდა სახე თმით დაეფარა, ბლუმი კი შენობაში შესვლას ჩქარობდა.
შეგახსენებთ, რომ მათი რომანის შესახებ პირველი ხმები „ოქროს გლობუსის“ შემდეგ გამოჩნდა. წყვილი მთელი საღამო ერთად იყო, მათი ფლირტი კი უყურადღებოდ არავის დარჩენია.