კეტი პერიმ ,,ინსტაგრამზე” ახალი ფოტოები განათავსა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მაინც იმ რამდენიმემ მიიქცია, რომლებშიც ამერიკელი მომღერალი მის კანადელ კოლეგას, ჯასტინ ბიბერს აშარჟებს.
ფოტოებზე, კეტი ჯეი ბის პოსტერის ფონზე დგას და სექსუალური იერით ახალგაზრდა ვარსკვლავის შიშველ სხეულს ეხება.
თინეიჯერების კერპი და ამერიკული კერპი”, – დაწერა ფოტოების აღწერაში პერიმ, რომელსაც დღეს 34 წელი შეუსრულდა.
აღსანიშნავია, რომ შემსრულებელს ფოტოებზე ჯასტინი არ მოუნიშნავს. (ფოტო)