LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხს მესი და რონალდო მობეზრდა: ყველას მარეზი ჯობია

27

რიად მარეზი ”ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს უსწრებს.
არგენტინელის და პორტუგალიელის დუეტი ხალხს უკვე ყელში ამოუვიდა.

”ოქროს ბურთის” დამფუძნებელმა France Football-მა ორშაბათს საღამოსთვის 30 პრეტენდენტი ჩამოთვალა. მალევე ჟურნალის საიტზე გულშემატკივრებს შორის ხმის მიცემაც ჩაეშვა, თუ ვის მისცემდნენ პრიზს.

წუხანდელი მონაცემებით (25 ოქტომბრის საღამო), გამოკითხვაში 1,606 მლნ ადამიანს ქონდა ხმა მიცემული და ყველაზე მეტი მხარდაჭერა ”ლესტერისა” და ალჟირის ნაკრების ნახევარმცველმა რიად მარეზმა (37%) მიიღო. მას საგრძნობლად ჩამორჩებიან ლიონელ მესი (27%) და კრიშტიანო რონალდო (21%). სხვა მოთამაშეთაგან არავის მიუღია 4%-ზე მეტი.

როგორც იცით, მარეზი ”ლესტერს” დაეხმარა ინგლისის ყველა დროის ყველაზე სენსაციური ჩემპიონი გამხდარიყო, გაზაფხულზე კი ის PFA-მ პრემიერლიგის საუკეთსო ფეხბურთელად დაასახელა.

ბოლო 8 წელია ”ოქროს ბურთს” ან მესი იგებს (5-ჯერ) ან რონალდო (3-ჯერ).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები