LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვანებმა მოიფიქრეს, თუ როგორ დაეხმარონ ადამიანებს ტკივილის გადატანაში

108
Capture

ვენელმა მხატვრებმა და მწერლებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი ხშირად უთქმელი რჩებოდა, ყველას მოუწოდეს, სევდა არ დაემალათ, არამედ ხილული გაეხადათ. ეს ადამიანებს ტკივილის გადატანაში დაეხმარებოდათ, წერს Moma.

ამ მიზნით პროექტის Griefyards მონაწილეებმა ვენის სხვადასხვა ადგილას სპეციალური საფოსტო ყუთები ჩამოკიდეს. ამ ყუთებში მსურველებს შეეძლოთ ჩაეყარათ წერილები, რომელთა ადრესატებიც დაღუპული მეგობრები, ნათესავები ან თუნდაც ცხოველები იქნებოდნენ. შეტყობინებებს ასევე იღებდნენ ელექტრონული ფოსტით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერ ენაზე.

შემდეგ წერილები შეაგროვეს, ხოლო მხატვრებმა, მწერლებმა და მსახიობებმა მათგან შექმნეს ხელოვნების ნამუშევრები – ინსტალაციები, პერფორმანსები და სპექტაკლები. აგრეთვე გაიმართა სპეციალური პროგრამა ლექციებითა და სემინარებით, სადაც ექსპერტები ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა გამოითქვას გლოვა და როგორ გავუზიაროთ ის სხვებს.

პროექტის სახელწოდება Griefyards – სიტყვების თამაშია, რომელიც შედგება ინგლისური Graveyard („საფლავი“) და Grief („გლოვა/სევდა“) ერთმანეთთან შერწყმით. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, მხატვარი სელინ ვანჰაუტი, თავის დროზე თვითონაც მძიმედ განიცდიდა ძმის სიკვდილს, რომელთანაც ძალიან ახლოს იყო.

„ჩვენ გვინდა შევქმნათ სივრცე ჩვენი გლოვისთვის, ჩვენი სიყვარულისა და ჩვენი მოგონებებისთვის. საქმე ეხება ტაბუს დარღვევას და გლოვის გაზიარებას, რომელიც ხშირად უთქმელია. ეს დაგვეხმარება განკურნებაში“, – ამბობს იგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები