LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერხემლის გამრუდება

105
ხერხემლის გამრუდება

კიფოზი არის ხერხემლის სიმრუდე. ზოგჯერ კიფოზი არ იწვევს სიმპტომებს, გარდა ზურგის ვიზუალური ცვლილებისა, რომელიც მოხრილი ან გამრუდებულია. თუმცა  უმეტესად კიფოზი იწვევს ზურგის ტკივილს, დაჭიმულობას, ხერხემლის სისუსტეს და დაღლილობას.
კიფოზის დროს ხერხემლის შუა ნაწილი მრუდდება – ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს: ცუდი პოზა – წელში მოხრამ, სკამზე უკან გადახრამ, სიმძიმეების ტარებამ შეიძლება გაწელოს დამხმარე კუნთები და მყესები, რომლებიც გამოწევს გულმკერდის მალებს ნორმალური პოზიციიდან. ანომალიური ფორმის მალები – თუ მალები არ ვითარდება ნორმალურად, სწორ ადგილას. საშვილოსნოში ხერხემლის ანომალიური განვითარება – თუ რაიმე არღვევს ხერხემლის ნორმალურ განვითარებას, ორი ან მეტი ხერხემალი შეიძლება შეერწყას ერთმანეთს.

კიფოზის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამრუდებულია ხერხემალი, ასევე გაქვთ თუ არა დამატებითი სიმპტომები, მაგალითად როგორიცაა ზურგის ტკივილი . ბავშვები, რომელთაც აქვთ მსუბუქი კიფოზი არ საჭიროებენ მკურნალობას, რადგან შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება ორგანიზმის მომწიფებისას. ასევე შესაძლებელია ხერხემლის შესწორება არაქირურგიული გზით – ზურგის სამაგრებით. კიფოზი იშვიათად საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას, ქირურგიული ჩარევა საჭიროა  მხოლოდ მძიმე შემთხვევებისას.

კიფოზის საწყის ეტაპზე შეიძლება მოხდეს ზურგის გაფრთხილება. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია დაჯდეს გამართული, თავიდან აირიდოს მძიმე სკოლის ჩანთის ტარება, რომელიც დააწვება ზურგის კუნთებს და მყესებს. ივარჯიშოს რეგულარულად რომ გაძლიერდეს ზურგი და იყოს მოქნილი. ცურვა, სირბილი და სიარული საუკეთესო აქტივობებია ზურგის პრობლემების პრევენციისთვის. კიფოზის დიაგნოზი როგორც წესი დგინდება ხერხემლის გამოკვლევით და რენტგენის გადაღებით. კიფოზისას ოპერაცია რეკომენდებულია თუ: ხერხემლის სიმრუდე მკვეთრად გამოხატულია; თუ ხერხემლის სიმრუდე იწვევს მუდმივ ტკივილს და არ კონტროლდება წამლებით; თუ სიმრუდე არღვევს ორგანიზმის სხვა მნიშვნელოვან ფუნქციონირებას, როგორიცაა სუნთქვა და ნერვული სისტემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები