LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია იწყება

104

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია იწყება. როგორც “ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარტსრუქტურის სამინისტროდან აცნობეს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გორის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ. 12,4 -კმ. 22,5) რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით,  პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7,728,552.96 ლარია.

პროექტის  განხორციელების პერიოდი 12 თვეა. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა 25 ნოემბერს იწურება.

fortuna.ge