LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაურიანი ისტორიის გაგრძელება: როგორ დასრულდა ციხიდან გაქცეული პატიმრისა და ციხის დირექტორის რომანი

381
07ba3890-cff3-11ec-bfd7-379aaae98baf

ალაბამას ციხის დირექტორი ერთ-ერთ მსჯავრდებულთან ერთად 29 აპრილს გაიქცა და წყვილს პოლიცია ყველგან ეძებდა. ვიკი უაიტს მკვლელობაში ბრალდებული კეისი კოულის მიმართ განსაკუთრებული ურთიერთობა რომ ჰქონდა, ეს გამოძიებას სხვა პატიმრებმა უთხრეს. როგორც ჩანს, ქალი ვერ მალავდა რომ ძალიან შეყვარებული იყო.

ციხის დირექტორს პატიმარი შეუყვარდა და მასთან ერთად გაიქცა

დევნის 11 დღიანი ოპერაცია მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაპატიმრებით და სასჯელაღსრულების ოფიცრის გარდაცვალებით დასრულდა.

ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, 56 წლის ვიკი უაიტი პოლიციასთან შეტაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც ჩანს, გამოძიება გაქცეულების კვალზე მალევე გავიდა და თვალს ადევნებდა სასტუმროს, სადაც წყვილმა ოთახი 14 დღით დაჯავშნა. გაქცეული შეყვარებულების მანქანას საპატრულო ავტომობილი დაედევნა, დაეჯახა და თხრილში გადააგდო. ამ დროს კეისიმ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ავტომობილში იპოვეს ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე ნაღდი ფული – 29 ათასი დოლარის ოდენობით.

კეისიმ დაკავების დროს ოფიცრებს სთხოვა, რომ დახმარებოდნენ ვიკის, რომელმაც თავი მოიკლა. თუ რა მოხდა სინამდვილეში, მოიკლა თუ არა ციხის დირექტორმა თავი – ამას უკვე გამოძიება დაადგენს.

რაც შეეხება პატიმარს, მას აქამდე 75 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, პატიმრობის ვადა სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები