LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხის დირექტორს პატიმარი შეუყვარდა და მასთან ერთად გაიქცა

2880
პატიმარი

აშშ-ში ციხის დირექტორი პატიმართან ერთად გაიქცა. გამოცემა True Crime Daily-ის ინფორმაციით, გაქცეული დამნაშავე სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.

ინციდენტი 29 აპრილს, ალაბამას შტატში მოხდა. როგორც გამოძიება იტყობინება, ციხის თანამშრომელს ვიკი უაიტს პატიმარი კეისი კოული სასამართლოში უნდა მიეყვანა. ავტომობილმა, რომლითაც მსჯავრდადებული გადაჰყავდა, გამოსასწორებელი დაწესებულების ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

ციხის სხვა პატიმრებმა გამომძიებელს უთხრეს, რომ ვიკის და კეისის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, ქალი ვერ მალავდა რომ აშკარად შეყვარებული იყო.

შტატის პროკურორმა კრის კონოლმა დააზუსტა, რომ „შოკირებული და იმედგაცრუებულია“, უჭირს იმის დაჯერება რაც ვიკიმ გააკეთა.

ამ მომენტისთვის გაქცეულებს შტატის პოლიცია ყველგან ეძებს. ციხის თანამშრომლის მობილური ტელეფონი გამორთულია და ჯერ-ჯერობით ვერც იმ მანქანის პოვნა ხერხდება, რომლითაც შეყვარებულები გაიქცნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები