LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრავალშვილიანმა მამამ თავისი გაქრობის ინსცენირება მოაწყო და ევროპაში გაიქცა

107
Untitled-01-3

აშშ-ში, ვისკონსინის შტატში მცხოვრებმა კაცმა თავისი გაქრობის ინსცენირება მოაწყო და ევროპაში გაიქცა. ამის შესახებ People წერს.

რაიან ბორგვარდტი, 3 შვილის მამა 12 აგვისტოს გაქრა. ამერიკელი ტბაში კაიაკით საცურაოდ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი ავტომობილი და მისაბმელი მიტოვებული ნახეს. 8-თვიანი აქტიური ძებნის შემდეგ ტბაზე გადაბრუნებული კაიაკი და სამაშველო ჟილეტი აღმოაჩინეს და ჩათვალეს, რომ ეს ნივთები მრავალშვილიან მამას ეკუთვნოდა. მოგვიანებით უცნობმა მეთევზემ ტბიდან ანკესი, საფულე, გასაღები და დაკარგულის მართვის მოწმობა ამოიღო.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო და დაადგინა, რომ მაისის თვეში რაიანმა პასპორტის დაკარგვის შესახებ განაცხადა და ახალი დოკუმენტი აიღო. გაქრობამდე ცოტა ხნით ადრე კი ფული უცხოური ბანკის ანგარიშებზე გადარიცხა, შეცვალა ელექტრონული ფოსტის მისამართი, გააფორმა სიცოცხლის დაზღვევა და დიდი ხნის განმავლობაში ეკონტაქტებოდა ვინმე უზბეკ ქალს. გარდა ამისა, ტბაზე წასვლამდე ცოტა ხნით ადრე მან კომპიუტერის გაწმენდაც მოასწრო.



ყველა ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიციამ მამაკაცის ტბაში ძებნა შეწყვიტა, ნათელი იყო, რომ მრავალშვილიანი მამა სხვა ქვეყანაში გაიქცა. თუ სად არის ამჟამად რაიანი და რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი რომ გაქცეულიყო, გამოძიებას ჯერ ეს ინფორმაცია არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები