LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მომაკვდავ მამას ბოლო სურვილი შეუსრულა

110
IQU2OHJLCJAPPKZER6FH22QLOM

აშშ-ში, კალიფორნიაში, ქალმა ონკოლოგიური დაავადების მქონე მამის უკანასკნელი სურვილი შეასრულა – ქორწილი ნაადრევად გააკეთა, რათა მამას მისი საკურთხეველთან მიყვანა შესძლებოდა. ამის შესახებ NBC4 Los Angeles წერს.

ბრიტნი არსეოს ქორწილი 28 ივნისს უნდა ჰქონოდა. თუმცა, მისი მამის აბრაჰამ არსეოს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მამაკაცი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის და ოჯახი შიშობდა, რომ ის ქალიშვილის ჯვრისწერამდე ვეღარ გაძლებდა.

ქალის საქმრომ ალან ტრენმა განაცხადა, რომ მათ ერთმანეთის მშობლებზე ზრუნვის პირობა დადეს, ამიტომ ქორწილის გადმოწევა მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ცერემონია პირდაპირ იმ საავადმყოფოში გამართეს, სადაც არსეო მკურნალობდა.

ქორწილს ოჯახის ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად საავადმყოფოს პერსონალიც ესწრებოდა. პატარძალი საკურთხეველთან მამამ მიიყვანა და სიძისგან მასზე ზრუნვის პირობაც მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები