LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-ჯერ დაპატიმრებული მამაკაცი პოლიციაში ნივთების წასაღებად მოპარული მანქანით მივიდა

127
63465

აშშ-ში კალიფორნიის შტატში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც 31 დღის განმავლობაში 10-ჯერ იყო დაპატიმრებული, პოლიციის დეპარტამენტში გატაცებული მანქანით მივიდა. Fox news-ის ინფორმაციით, რისკიან ქურდს თავისი ნივთების წაღება სურდა.

38 წლის კიტ ჩესტეინს ბრალი 33 კანონდარღვევაში ედება და ყველა დანაშაული მან 19 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა. მის ანგარიშზეა – 6 ავტომობილის გატაცება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ნარკოტიკები, ვანდალიზმი და თაღლითობა. ერთი თვის განმავლობაში მამაკაცი 10-ჯერ იყო დაპატიმრებული.

ამერიკელის მორიგი დაკავება კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პოლიციაში თავისი ნივთების წასაღებად ის მოპარული მანქანით მივიდა. ოფიცერთა ინფორმაციით, ჩესტეინი გატაცებული ავტომობილის ერთადერთი მგზავრი იყო და ის შესასვლელთანვე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები