LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიაში სახლები 13 ცენტად იყიდება

191
homes

ხორვატიის ჩრდილოეთში ქალაქი ლეგრადი მოსახლეობის დეფიციტს განიცდის და ამიტომ სახლების გაყიდვა 13 ევრო ცენტად დაიწყეს. ამ თანხად შესაძლებელია ასევე მიწის ნაკვეთის შეძენაც სამომავლოდ სახლის აშენების პერსპექტივით, წერს გამოცემა Croatia week.

მყიდველები აუცილებლად 45 წლამდე უნდა იყვნენ, სავალდებულოა ქორწინებაში ყოფნაც, არ უნდა იყვნენ ნასამართლევი და სხვა რაიმე ქონებასაც არ უნდა მფლობდნენ. დამატებით შანსებს მიიღებენ წყვილები ბავშვებით. ამასთან, ხორვატიული მოქალაქეობა საჭირო სულაც არ არის.

ლეგრადი მინდვრებითა და ტყეებითაა შემოსაზღვრული და უნგრეთის საზღვართან მდებარეობს. ამჟამად დასახლებაში 2000 ადამიანი ცხოვრობს, რაც 70 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.

13 ცენტად სახლების გაყიდვა ქალაქში ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს. მას შემდეგ ახალი მოსახლეების დამსახურებით ლეგრადში საცხოვრებლად აუცილებელი დაწესებულებები გაჩნდა – სკოლა, აფთიაქი, ექიმი, სტომატოლოგი და ახალი მაღაზიები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები