LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უძველესი ვაზის ნერგი ხორვატიაში მეგობრობის სიმბოლოდ დარგეს

100
ქირიას NEWS შაბლონი (1)

მსოფლიოში უძველესი ვაზი – Stara trta ახლა უკვე სლოვენიის ფარგლებს გარეთაც იზრდება. ისტორიული ვაზის ახალი ნერგი ჩრდილოეთ ხორვატიაში დარგეს, რაც ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და კულტურული თანამშრომლობის სიმბოლოდ განიხილება.

უნიკალური ვაზი ქალაქ მარიბორში იზრდება და სპეციალისტების შეფასებით, მისი ასაკი 350-400 წელს აღწევს. საუკუნეების განმავლობაში მან ომები, თავდასხმები და საზღვრების ცვლილებებიც გადაიტანა და დღეს სლოვენიის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა. მისი ასაკი ოფიციალურად ჯერ კიდევ 1972 წელს დადასტურდა.

ახლა ვაზის ერთ-ერთი შთამომავალი ხორვატიის მუნიციპალიტეტ ვინიცაში გამოჩნდა. სიმბოლურია ისიც, რომ ადგილის სახელწოდება ღვინოს უკავშირდება. ინიციატორების განცხადებით, პროექტი ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ვაზი ისტორიულ კომპლექს ოპეკას სასახლესთან დარგეს, სადაც დღეს სასოფლო-სამეურნეო სკოლა ფუნქციონირებს. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ იქ მოუვლიან ნერგს საუკეთესოდ, მას სტუდენტები და მევენახეობისა და აგრარული სფეროს ექსპერტები გაუწევენ მეთვალყურეობას.

აღსანიშნავია, რომ Stara trta-ს მოსავლიდან ძალიან მცირე რაოდენობის წითელი ღვინო მზადდება – წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული პატარა ბოთლი. ეს ღვინო გასაყიდად არ გამოდის და მას პოლიტიკოსებსა და საპატიო სტუმრებს ჩუქნიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი მთავარი ღირებულება უნიკალური გემო კი არა, თავად ვაზის მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები