LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში რომის პაპისთვის ერთმეტრიანი საშობაო შტოლენი გამოაცხვეს და რომში სატვირთო ავტომობილით ჩაიტანეს

109
ქირიას NEWS შაბლონი (1)

გერმანიის საქსონიის რეგიონში რომის პაპ ლეო XIV-სთვის განსაკუთრებული საშობაო ნამცხვარი – შტოლენი გამოაცხვეს. ოთხ კილოგრამიანი, თითქმის ერთი მეტრის სიგრძის ნამცხვარი პაპს საჩუქრად გადასცეს, თუმცა მისი გასინჯვა მას ჯერ არ შეუძლია.

შტოლენი მადნის მთებში, გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, გამოაცხვეს. ნამცხვარი ვატიკანში ავტომობილით ჩაიტანეს – დელეგაციამ დაახლოებით 1 400 კილომეტრი გაიარა. როგორც ირკვევა, ნამცხვარი იმდენად დიდი და მყიფე იყო, რომ მისი თვითმფრინავით გადატანა შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ საჩუქრისთვის ცალკე სატრანსპორტო საშუალება გამოიყენეს.

რომში შეხვედრისას პაპმა საჩუქრის გაჭრა თავადაც სცადა, თუმცა გერმანული დელეგაციის წარმომადგენლებმა სთხოვეს, ამისგან თავი შეეკავებინა. ტრადიციის თანახმად, საშობაო შტოლენის ჭამას ადვენტის პირველ კვირას იწყებენ. წელს ეს დღე 29 ნოემბერს ემთხვევა.

გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ დრომდე ნამცხვარი არ გაფუჭდება და პირიქით, დაძველების შედეგად მისი გემო კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

დრეზდენული შტოლენის თანამედროვე რეცეპტი რომის პაპ ინოკენტი VIII უკავშირდება. 1491 წელს მან საქსონიის მცხოვრებლებს მარხვის პერიოდში ნამცხვრის მომზადებისას კარაქის გამოყენების უფლება მისცა. შესაბამისი დოკუმენტი ისტორიაში „დრეზდენული კარაქის წერილის“ სახელით შევიდა.

შტოლენი გერმანიაში საშობაო ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მას ჩირით, თხილეულითა და სანელებლებით ამზადებენ, ზემოდან კი შაქრის პუდრს აყრიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები