სერია ა-ს პირველი წრე დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთვის“ ალბათ იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე ჩემპიონატის დაწყებამდე წარმოიდგენდა. „ნაპოლი“ დამაჯერებელი ლიდერია, რომელიც მდევარ „მილანს“ მთელი 12 ქულით უსწრებს, ხოლო „იუვენტუსი“ ფინანსური მაქინაციების გამო ჩამოაშორეს.
Tuttomercatoweb-მა პირველი წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა (4-3-3) და ბუნებრივია ბევრი ფეხბურთელი სწორედ „ნაპოლიდანაა“ (5). რა გასაკვირია ხვიჩაც ამ გუნდის წევრია.
მეკარე: გულელმო ვიკარიო (ემპოლი, 6.58)
მცველები: პასკუალე მაცოკი (სალერნიტანა, 6.30), კიმ მინ ჯე (ნაპოლი, 6.39), კრის სმოლინგი (რომა, 6.31), მარიო რუი (ნაპოლი, 6.37)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი, 6.42), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი, 6.50), ლუის ალბერტო (ლაციო, 6.43)
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, 6.90), პაულო დიბალა (რომა, 6.85), ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი, 7.20)