LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

kia 2 ახალ ელექტროქარს წარადგენს

153
kia

კომპანია Kia ორ ახალ ელექტრომობილს წარადგენს. კალიფორნიაში გამართულ საავტომობილო კვირეულზე სამხრეთ კორეული ბრენდი საინტერესო სიახლეებს ამზადებს და მოდელების პრემიერა 18 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. საზოგადოება რეალობაში იხილავს ცოტა ხნის წინ წარმოდგენილ ელექტრონულ კროსოვერს EV9-ს და ასევე EV6-ის განსაკუთრებულ ვერსიას, რომელმაც ძარის და სალონის ექსკლუზიური გაფორმება მიიღო. ეს უკანასკნელი ლიმიტირებული ტირაჟით გამოვა და ბაზარზე მხოლოდ 1000 ეგზემპლარი გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ EV9 2023 წლის მარტში წარადგინეს. მისი ყველაზე მძლავრი ვერსია ერთი დამუხტვით 541 კილომეტრს გადის და 385 ცხენის ძალის მქონე ორი ელექტრო ძრავითაა დაკომპლექტებული.

2025 წლისთვის უფრო მძლავრი ვერსიაც გაჩნდება, მოდელი GT, რომელიც 585 ცხენის ძალას მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები