აშშ-ს ბაზრისთვის შექმნილი Kia Sorento-ს ვიზუალი ცნობილია. განახლებული კროსოვერის პრემიერა სულ რამდენიმე დღეში ლოს-ანჯელესში გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, განსხვავდება თუ არა ეს მოდელი იმისგან, რომელიც ზაფხულის ბოლოსთვის სამხრეთ კორეაში წარადგინეს. იქიდან გამომდინარე რომ Kia ინტრიგას ინარჩუნებს და მხოლოდ ჩაბნელებულ თიზერს ავრცელებს, გარკვეული სხვაობა ალბათ იქნება. თუმცა, არა ექსტერიერის დიზაინში.
მეოთხე თაობის Sorento 2020 წლიდან იყიდება, ხოლო 2023 წელს გეგმური განახლება განიცადა. აგვისტოში სამხრეთ კორეისთვის განახლებული მოდელის პრემიერა შედგა, ახლა კი აშშ-ს დროა.