ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც მომავალი თაობის Kia Sorento ასახული. ჯერ-ჯერობით კროსოვერის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და ერთადერთ კადრზე დაყრდნობითაც ბევრი ვერაფრის თქმა შეიძლება.
ჭორების მიხედვით, ახალი Kia Sorento გარეგნულად ძალიან შეიცვალა, გარდა ამისა, კროსოვერი Smartstream-ის ოჯახის ძრავს მიიღებს და აგრეგატი ჰიბრიდულ ვარიაციაშიც იქნება ხელმისაწვდომი.
ახალი Sorento-ს პრემიერა წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისისთვის შედგება. ავტომობილი ბაზარზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა და მისი ფასი სავარაუდოდ, 30 ათას დოლარამდე იქნება.
