Kia-მ ჰეტჩბექი Picanto-ს ახალი თაობის წარმომადგენლის პირველი ოფიციალური ფოტოები გაავრცელა. ამ დრომდე მოდელის ფოტოების ნახვა მხოლოდ რენდერებზე შეიძლებოდა. ავტომობილის საჯარო პრემიერა ჟენევის მოტორშოუზე 2017 წლის მარტში შედგება.
ახალი ,,ლამაზმანის” დიზაინი შემუშავებულია სპეციალური დიზაინ-ცენტრების მიერ, რომლებიც ნამ’იანგსა (სამხრეთ კორეა) და ფრანკფურტში (გერმანია) მდებარეობენ.
აღსანიშნავია, რომ განახლებულმა Picanto-მ შეინარჩუნა ტრადიციული ზომები და მისი წინამორბედის მსგავსად სიგრძეში 3595 მმ-ია.