LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ 5 წელი: ჯანო სპარტაკში დარჩა

24

მოსკოვის ”სპარტაკმა” ჯანო ანანიძესთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა.
ამ სეზონში ქართველი ნახევარმცველის თამაშმა სახალხო გუნდის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება მოახდინა.

24 წლის ფეხბურთელთან ახალი შრომითი ხელშეკრულება ხუთ წელზეა გათვლილი – 2021 წლის 31 მაისამდე. ასეა ნათქვამი ”სპარტაკის” ოფიციალურ საიტზე.

ჯანო ”სპარტაკის” საკლუბო სისტემაში 2007 წლიდანაა.

ჩვენებურს ”სპარტაკის” რიგებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული და 16 გოლი გატანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები