ლეო მესიმ კიდევ 7 გოლი უნდა გაიტანოს, არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი რომ გახდეს.
მორიგი რეკორდი შორს არაა.
ბოლივიასთან საკვალიფიკაციო მატჩში ლეომ პენალტი გაიტანა. ეს მისთვის 50-ე გატანილი გოლია არგენტინის ნაკრების მაისურით.
”თეთრ-ცისფრების” რეკორდი გაბრიელ ბატისტუტას ეკუთვნის, რომელმაც 56 ბურთი გაიტანა.