LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის ”დინამოს” უეფასგან სერიოზული სანქციები ელის

36

კიევის ”დინამოს” უეფასაგან ძალიან მკაცრი სანქციები ელის,ამის შესახებ წერს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian.უეფას სადისციპლინო კომიტეტმა უკვე დაიწყო იმ ინცინდენტის გამოძიება,რომელსაც ადგილი ”დინამო”-”ჩელსის” მატჩის დროს ჰქონდა.კიევის ”დინამოს”გულშემატკივრები რამოდენიმე ფერადკანიან ახალგაზრდას დაესხნენ თავს,რომლებიც ასევე ”დინამოს” ქომაგობდნენ.ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ორგანიზაცია FARE-მ გაავრცელა,რომელიც ევროპის საფეხბურთო სტადიონებზე რასიზმის გამოვლინებების წინააღმდეგ იბრძვის.ვიდეოში ჩანს,რომ ზოგიერთმა გულშემატკივარმა თავდამსხმელთა დამშვიდება სცადა და მათ საკუთარ ადგილებზე დაბრუნებისაკენ მოუწოდა.სავარაუდოდ სწორედ ამის გამო სტადიონის დაცვის თანამშრომლები კონფლიქტში არ ჩარეულან.

”ეს საშინელი ფაქტია,რომელიც ასახავს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ტრიბუნების რეალობას.ჩვენ უკვე წარვადგინეთ ანგარიში ”უეფაში” და მხარს დავუჭერთ ყველაზე მკაცრ სანქციას,რომელიც შეიძლება იყოს კლუბის წინააღმდეგ გამოყენებული”-განაცხადა ორგანიზაცია FARE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პიერ პოუარმა.

სავარაუდოდ,კიევის ”დინამოს” უეფა მხოლოდ ფულად ჯარიმას არ აკმარებს და გუნდი მკაცრ სასჯელს ვერ გადაურჩება,რადგან ასეთი ინცინდენტი პირველი არ არის.გასულ სეზონში ”დინამომ” უკვე მიიღო გაფრთხილება და 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმაც გადაიხადა,რადგან გუნდის ფანკლუბის წევრებმა ”ევერტონთან” მატჩის დროს სტუმარი გუნდის ფერადკანიანი მოთამაშეების მიმართ რასისტული შეძახილები არ დაიშურეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები