LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი საჯდომის დაპატარავებას გეგმავს

169

მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ, კიმ კარდაშიანი მალევე ჩადგა ფორმაში, თუმცა როგორც ჩანს  ის მაინც უკმაყოფილოა თავისი ვიზუალით. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავმა გადაწყვიტა თავისი სხეულის იმ ნაწილს დაემშვიდობოს, რითიც მსოფლიოში სახელი გაითქვა.

ლონდონში გამართულ Vogue Festival-ზე, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში  მან სწორედ ამ თემაზე ისაუბრა: „ვაპირებ, რომ გამოვემშვიდობო ჩემს საკმაოდ დიდი ზომის საჯდომს, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ“, – განაცხადა სკანდალურმა ვარსკვლავმა.

ცნობილია, რომ ნათესავები და მეგობრები მის ამ გადაწყვეტილებას ერთი პირობით ემხრობიან -თუ კიმი ამ ოპერაციით საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას არ შეუქმნის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები