ბოლო დროს, კიმ კარდაშიანი სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. მესამე ქალიშვილის დაბადების შემდეგ მან შიშველი ფოტოსესია მოაწყო და თაყვანისმცემლები განარისხა. ამჯერად კი, სკანდალური ქალბატონი პროვოკაციული ფერის თმით გამოჩნდა.
ამ დღეებში მისის უესტი პაპარაცებმა ქუჩაში გადაიღეს. კიმი სპორტულ ფორმაში იყო ჩაცმული, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მისი თმის ახალი ფერი იქცევდა. როგორც ჩანს, ექსპერიმენტების მოყვარულმა კარდაშიანმა ამჯერად არჩევანი ფერად თავზე შეაჩერა.