LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლასიკური ავტომობილები: ვნება, რომელიც მომგებიანია  

85

ბრიტანულმა ბანკმა Coutts, რომელიც შეძლებულ კლიენტებს უწევს მომსახურებას, გამოაქვეყნა რეიტინგი “ინვესტიცია ვნებაში” – Coutts Passion Index 2017. მასში კომპანია ჩადებული თანხისგან მიღებულ მოგებას ისეთ აქტივებში აფასებს, როგორიც არის მონეტები, ხელოვნება და ავტომობილები.

რეიტინგის მიხედვით, რომლის შედგენის დროსაც კომპანიამ 2005 წლის შემდეგ ფასების ცვლილება გააანალიზა, აღმოჩნდა, რომ საუკეთესო “ინვესტირება ვნებაში” კლასიკური ავტომობილია.

ბოლო 12 წლის განმავლობაში მათი ღირებულება 331,9%-ით არის გაზრდილი.

Coutts Index 2017-ის მიხედვით, ავტომობილები უფრო მომგებიანი შენაძენია, ვიდრე მონეტები, საიუველირო ნაკეთობები, საათები და XIX საუკუნის ფერწერა.

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც კომპანია Knight Frank-მა ჩაატარა, ყველაზე მომგებიანი ფულის ჩადება ღვინოშია, ბოლო 12 თვის განმავლობაში 25%-ით გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები