LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობიაშვილის შტაბში აცხადებენ, რომ ყრილობის დელეგატები ოთახში ჩაკეტეს

10

ხმაურია ამ დროისთვის სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩეევნები უნდა გაიმართოს. მიზეზი ერთ-ერთი დელეგატის დაკავება გახდა.

საარჩევნო ყრილობა 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე შეფერხებულია. ღა განცხადებები კეთდება დილიდან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრის, დავით მუჯირის განცხადებით, რევალ არველაძეს და მის გუნდს ყრილობის დელეგატები ერთ ოთახში ყავთ და გარეთ არ უშვებენ.

როგორც მუჯირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის გამო დელეგატები ვერ ახერხებენ, გამოვიდნენ და ყრილობაში მიიღონ მონაწილეობა.

“დელეგატების ნაწილი ყავთ ჩაკეტილი, გარეთ არ უშვებენ, რის გამოც საარჩევნო ყრილობა ვერ იწყება”, – განაცხადა მუჯირმა.

რევაზ არველაძის მხარდამჭერების განცხადებით კი, არანაირი ასეთ ფაქტს ადგილი არ აქვს და უბრალოდ თათბირი მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები