კომპანია Lexus-მა 15 წელი ლურჯი ფერის განსაკუთრებული შეფერილობის შემუშავებას მოანდომა, რომელსაც Structural Blue დაარქვა. საღებავის შექმნაზე იაპონური და ამერიკული ტექნიკური ცენტრები მუშაობდნენ.
ფერი, რომლის შთაგონებაც პეპელა მორფო გახდა, 40 ცალკეული ფენის პიგმენტის საფუძველზე მზადდება. ამბობენ, რომ განათებისდა მიხედვით შეფერილობა მუდმივად იცვლება.
ჩვეულებრივი, პიგმენტური საღებავები ხილულ ლურჯ ფერს 50%-ით ირეკლავენ, ხოლო Structural Blue-ს შემთხვევაში კი 100%-ით ხდება არეკვლა. ერთი ავტომობილის შეღებვას 300 გრამი პიგმენტი და 300 მილიარდი „ფანტელი“ სჭირდება. განსაკუთრებული ფერი მხოლოდ კუპე LC-სთვის არის ხელმისაწვდომი. საღებავი ბაზასა და დამცავ ფენას შორის თხელ ფენად დაიტანება და დღეში მხოლოდ ორი ავტომობილის შეღებვა ხდება.