კომპანია Seat-მა განახლებული ჰეთჩბექები წარმოადგინა – კუპე და უნივერსალური Leon-ი. მოდელები 2017 წლის პირველ ნახევარში გამოვა. სიახლეებიდან აღსანიშნავია შეცვლილი დიზაინი, ახალი პარამეტრები და გაძლიერებული აგრეგატები.
Leon-ში შეიცვალა ოპტიკა, ბამპერები, რადიატორის სისტემა, რომელიც 40 მმ-ით დაპატარავდა. ასევე განათების სისტემა და ფარები.
გარდა ამისა, შეკვეთისას შესაძლებელი გახდება ვერსიის Xcellence-ის შეკვეთა, რომელიც სტანდარტული ვერსიისგან ქრომირებული რადიატორის გისოსებით განსხვავდება.
ინტერიერში დამატებულია 8 ინჩიანი მულტიმედიური დისფლეი, ასევე გაჯეტების დასატენი უკაბელო მოწყობილობა და ზოგიერთი ღილაკი სენსორული ღილაკებით იქნა შეცვლილი.
ძრავა განსაზღვრულია 1.6 ლიტრიანი დიზელის გამწევით, რომელიც 115 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. Leon ST-ის შეკვეთა ასევე შესაძლებელია 150 ცხენის ძალის სიმძლავრითა და 7 სიჩქარიანი რობოტით.