ტოკიოში მდებარე კომპანიამ Ferray Corporation-მა გადაწყვიტა, რომ თანამშრომელთა შრომისუნარიანობა გაეზარდა, სტრესის დონე კი შეემცირებინა და ამისთვის უჩვეულო მეთოდი შეარჩია – ოფისში 9 უსახლკარო კატა შეიფარა.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოში საცხოვრებელი სივრცეები საკმაოდ პატარა ზომისაა და ბევრი გამქირავებელი თავის მაცხოვრებლებს შინაური ცხოველის ყოლის უფლებას არ აძლევს. ამის გამო ბევრი კატა თუ ძაღლი ქუჩაში ხვდება, ადგილობრივები კი საყვარელი ოთხფეხა მეგობრების გარეშე იტანჯებიან. ასეთ შემთხვევაში ტოკიოს მაცხოვრებლებისთვის ერთადერთი გამოსავალი ისეთი დაწესებულებების სტუმრობაა, როგორიცაა მაგალითად ფისოების კაფე.
ერთ-ერთმა კომპანიამ სიტუაციის გამოსწორება ოფისში კატების მოყვანით გადაწყვიტა. ფუმფულა არსებების დამსახურებით თანამშრომლებმა ერთმანეთთან კომუნიკაციას მოუხშირეს და ცხოველებმა მათი სტრესის დონეც შეამცირეს.
ეს ყველაფერი არ არის და Ferray Corporation თავის დასაქმებულებს უფლებას აძლევს შინაური ცხოველი სამსახურში ატარონ, კატის აყვანისთვის კი თითოეულს თვეში 42 დოლარს უხდის. კატები ბევრ რამეს აფუჭებენ, თუმცა კომპანიას ეს დისკომფორტს არ უქმნის.