LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსმოსიდან დანახული ლუბლიანა: ევროპის მწვანე ქალაქები

511

ლუბლიანა – ევროპის ყველაზე მწვანე დედაქალაქია. ყოველ შემთხვევაში, კოსმოსიდან გადაღებულ კადრებში სლოვენიის დედაქალაქი ყველაზე მწვანედ გამოიყურება.

საინტერესო კვლევის ავტორი გერმანელი ურბანისტი ფილიპ გარტნერი გახდა და როგორც მან დაადგინა, ლუბლიანას ტერიტორიის 61% პარკებით, ბაღებით, სკვერებითა და მწვანე ზონებითაა დაფარული.

თუმცა, ეს მსოფლიოს საუკეთესო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის და მაგალითად, სარაევოში (ბოსნია-ჰერცოგოვინა) მწვანე ზონებს მთელი ტერიტორიის 67% უკავიათ.

რაც შეეხება რეიტინგის მეორე ბოლოს, მას საბერძნეთის დედაქალაქი იკავებს. ათენში პარკებსა და სკვერებს მხოლოდ 9% აქვთ დათმობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები